25 აპრილი 2024,   07:42
ვრცლად
60 ბავშვი და ორი აღმზრდელი - არასამთავრობოები არასათანადო ყურადღებაზე საუბრობენ

ინგოროყვას კლინიკის ექიმები მეხუთე დღეა, სამი წლის გოგონას გადარჩენას ცდილობენ. ბავშვი 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდა და უმძიმესი ტრავმები მიიღო.

ბაღებში ბავშვების მიმართ გამოჩენილ არასათანადო ყურადღებაზე უკვე ერთ კვირაა, მიდის მსჯელობა.

ვარკეთილის 45-ე საჯარო ბაღიდან მასწავლებლებს ბავშვი გაეპარათ. ბავშვი გაპარულად არც მასწავლებლებს და არც ბაღების სააგენტოს არ ჩაუთვლია.

მომხდარის შესახებ ბაღის აღსაზრდელების მშობლების უმრავლესობას არ გაუგია. მშობლები ბაღითა და მისი პედაგოგებით კმაყოფილები არიან, თუმცა, ჯგუფებში ბავშვების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა აშფოთებთ.

სკოლამდელი აღზრდის შესახებ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაში "სკოლამდელები - ჩვენი მომავალი" თვლიან, რომ პრობლემა სისტემურია. მათი აზრით, პრობლემა არა პედაგოგის უყურადღებობას, არამედ ბაღების სააგენტოს გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, ზოგ ჯგუფში 60-ზე მეტი აღსაზრდელია.  

მომხდართან დაკავშირებით ბაღების მართვის სააგენტოში არ საუბრობენ. პრესსამსახურის თანამშრომელმა „კურიერს“ განუცხადა, რომ დირექტორი თემურ თორდინავა ასეთ წვრილმან დეტალებზე კომენტარს არ გააკეთებდა.

დღის ამბები