კულინარიით გატაცებულ გურმანებს საკუთარი გამოცდილებისა და ნიჭის გაზიარების პირველ შანსს რუსთავი2 აძლევს. გემრიელი და მრავალფეროვანი შოუ სამაუწყებლო კომპანიის ეთერში სულ მალე დაიწყება.
კულინარიულ შოუში მოსახვედრად საჭიროა საკუთარ სამზარეულოში გემრიელი კერძების მომზადების დიდი ნიჭი და გამოცდილება. შესარჩევი ეტაპის შედეგად კონკურსანტების მთავარ შემადგენლობაში მხოლოდ 20 საუკეთესო მოხვდება.
ნიკა გვარამია რუსთავი2-ის ახალი კულინარიული შოუს წამყვანი ხდება. კრიტიკული და მომთხოვნი გურმანის სტატუსით მეწყვილესთან, ცნობილ კულინარ გურამ ბაღდოშვილთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოყვარულ მზარეულებში ახალი სახეების აღმოჩენას იწყებს.
გამარჯვებულ გუნდს საკუთრი რესტორნის გასახსნელად, ფულადი ჯილდო გადაეცემა.