19 აპრილი 2024,   12:41
ვრცლად
პარადოქსი ეს არის, გვეუბნებიან, უნდა გავაკეთოთ საჯარო სივრცე და მას კერძო საკუთრებაში გადასცემენ - ირაკლი აბესაძე

„მთავარი პარადოქსი ეს არის, გვეუბნებიან, უნდა გავაკეთოთ საჯარო სივრცე და მას კერძო საკუთრებაში გადასცემენ. კერძო სივრცე ნიშნავს, რომ ბატონი ივანიშვილი ამას ჩაკეტავს, რეზიდენციას გაიფართოვებს,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ის თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთისთვისა და პუშკინის სკვერსა და ხელოვნების მუზეუმს შორის ზონისთვის სტატუსის შეცვლას გამოეხმაურა.

ირაკლი აბესაძის თქმით, თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

„მოქმედი კანონმდებლობის, თვითმმართველობის კოდექსის უხეში დარღვევით იღებენ გადაწყვეტილებას ივანიშვილის საკუთრებაში არსებული 397 ათასი კვ.მ. სარეკრეაციო სივრცე კიდევ უფრო მეტად გააფართოვონ და დაახლოებით, 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი კიდევ გადასცენ საკუთრებაში,“ - აღნიშნა აბესაძემ. 

დღის ამბები