20 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
ერთი ჭორვილელი ხიხო უცვლის ჩემს ქალაქს გარეგნობას - ნატა ფერაძე

„ეს გახდა მაღალი საზოგადო მოთხოვნა და პოლიტიკოსების ერთერთი მთავარი მესიჯი,“ - ასე აფასებს პარტიზანული მებაღეობის ხელმძღვანელი, ნატა ფერაძე, სარეკრეაციო ზონების დაცვისთვის დაგეგმილ აქციებს.

ხვალ ევროპული საქართველო 18:00 საათზე მართავს პუშკინის სკვერში გამართავს აქციას, ხოლო ნაციონალური მოძრაობა ორშაბათს, 14:00 საათზე, თბილისის მერიასთან გეგმავს აქციის გამართვას.

ნატა ფერაძის თქმით, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გარემოს დაცვაზე აკეთებს აქცენტს.

„ალბათ, დიდი ვარაუდით, აქციას არ ჩავატარებთ იმიტომ, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი და უკვე იმდენი აქციაა ყველგან, რომ ძალიან გაგვიჭირდება ხალხის მოყვანა,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

ფერაძემ პანორამა თბილისის პროგრამა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ტურისტების რიცხვი კლებულობს, რადგან მათთვის საინტერესო ისტორიული ცენტრი ქრება.

„მთლიანად, ერთი ჭორვილელი ხიხო უცვლის ჩემს ქალაქს გარეგნობას და ამაზე იცვლება კანონები. ამაზე, უცებ, საკრებულოში, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ცვლიან ზონებს, რაც არის სრულიად დაუშვებელი. იმის მაგივრად, რომ ქართულმა ოცნებამ და მე არ გავყოფდი ნარმანიას და კალაძეს იმიტომ, რომ ერთი გუნდია, შეპირებული სარეკრეაციო ზონები დაგვიმატონ, სარეკრეაციო ზონებს უცვლიან ზონებს,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ. 

დღის ამბები