23 აპრილი 2024,   21:36
ვრცლად
შეგნებულად ვთქვი პარტიულ კანდიდატობაზე უარი... მხოლოდ ხალხთან უნდა ვიყო ანგარიშვალდებული - ელისაშვილი

„ჩემთვის ყველა საშუალება მიზნის მიღწევისთვის არ არსებობს. ხშირ შემთხვევაში საშუალებები გვაშორებს მიზნებს. მე შეგნებულად ვთქვი პარტიულ კანდიდატობაზე უარი, შეგნებულად ვამბობ დიდი ბიზნესის მხარდაჭერაზე უარს,“ - ეს განცხადება თბილისის მერობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გააკეთა.

მან საარჩევნო პროგრამისა და მიზნების შესახებ ისაუბრა. მან გუნდთან დაკავშირებითაც ილაპარაკა.

მერობის შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილი, თავდაპირველად, მერიაში დასაქმებული 30 ადამიანის, რომელთა შორის არიან მოადგილეები, სამსახურის უფროსები და გამგებლები შეცვლას აპირებს. მისი შეფასებით, კორუმპირებულებისა და უსაქმურების ადგილი მერიაში არ არის. 

„თბილისის მერობის შემთხვევაში ვაპირებ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას იმისთვის, რომ ეს ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს, რომ ამ ქალაქში ჰაერის სუნთქვა შეიძლებოდეს და არ გვკლავდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაღაცას გავდეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს განვითარებული, კომფორტული. ვაპირებ, რომ პარკინგის პრობლემა მოვაგვარო. ამისთვის პარტიულობა, პარტიული მხარდაჭერა ხელს შემიშლიდა. მე მხოლოდ ხალხთან უნდა ვიყო ანგარიშვალდებული,“ - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები