19 აპრილი 2024,   21:12
ვრცლად
"როცა გადაწყვეტილება მივიღე, ჩემმა ძაღლმა ორჯერ დაიყეფა," - იუპ ჰაინკესი

მიუნხენის ბაიერნის მთავარ მწვრთნელად 72 წლის იუპ ჰაინკესი დაინიშნა, რომელმაც კარლო ანჩელოტი შეცვალა. ჰაინკესის ხელმძღვანელობით ბაიერნმა პირველი ვარჯიში ჩაატარა. სამწვრთნელო სესიის შემდეგ "დონ იუპმა" პრესკონფერენცია გამართა.

ბოლო პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ მწვრთნელად აღარ ვიმუშავებდი. მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნება ნამდვილად არ იყო ჩემი ოცნება. 2013 წლის ზაფხულის შემდეგ სამსახური ევროპის არაერთმა ტოპ-კლუბმა შემომთავაზა, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი. ბაიერნმა ძალიან ბევრი რამ მომცა, რის გამოც მადლობელი ვარ. როდესაც კარლ-ჰაინც რუმენიგეს და ული ჰიონესს შევხვდი, ვუთხარი, რომ ჩემი ძველი სამწვრთნელო შტაბიც უნდა მომეყვანა. სხვა შემთხვევაში ჩემი დაბრუნება გამორიცხული იყო.

ჩემი მეუღლე ახლა რთულ მდგომარეობაშია, მუხლზე ოპერაციას იკეთებს და თითქმის ვერ მოძრაობს. მიუხედავად ამისა, მანაც და მთელმა ოჯახმა მირჩია, რომ ბაიერნის წინადადებაზე უარი არ მეთქვა. როცა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე, ჩემმა ძაღლმა ორჯერ დაიყეფა, რაც იმის ნიშანია, რომ ისიც დამეთანხმა.

ბაიერნი ყოველთის ყველა ტიტულისთვს იბრძვის, მაგრამ პირველ რიგში თამაში უნდა დავალაგოთ და უმჯობესი იქნება, თუ მიზნებზე ჯერ არ ვისაუბრებთ. ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს ახლა დორტმუნდის ბორუსია ლიდერობს და ჩვენთვის პირველ ადგილზე დაბრუნება ადვილი არ იქნება.

2013 წელს ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. სწორად გამიგეთ, პირადი ამბიციები აღარ მაქვს. ახლა მთავარი არა ჩემი მიზნები, არამედ “ბაიერნის” მიზნები და ამბიციებია. რაც შემეხება მე - რაკი დავთანხმდი, მაქსიმალური მონდომებით და კონცენტრაციით ვიმუშავებ," - განაცხადა ჰაინკესმა.

72 წლის გერმანელი სპეციალისტი ბაიერნის მთავარ მწვრთნელად უკვე მეოთხედ დაინიშნა. ის გუნდს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. მის კარიერაში კი ყველაზე წარმატებული სეზონი 2012-2013 წლებში იყო, როდესაც რეკოდმაისტერთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ბუნდელსიგა და გერმანიის თასი მოიგო.

 

დღის ამბები