19 ოქტომბერი 2017,   12:58
ვრცლად
დაგროვებითი პენსია - ახალი სისტემა ძალაში მომავალი წლიდან უნდა შევიდეს

ქვეყანაში ახალი საპენსიო სისტემის ამოქმედება დგება დღის წესრიგში. საპენსიო რეფორმაზე ეკონომიკის სამინისტროში შექმნილი სპეციალური ჯგუფი მუშაობს.

დასახელებული მოდელის მიხედვით, ბიუჯეტიდან დაგროვებით პენსიაზე კონკრეტული თანხა უკვე 2018 წლიდან უნდა დაიხარჯოს, თუმცა პარლამენტში შეტანილ ფინანსურ დოკუმენტში მსგავსი არაფერი წერია.

ახალი სისტემა ძალაში მომავალი წლის მეორე ნახევრიდან უნდა შევიდეს. ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

ვისთვის იქნება სავალდებულო დაგროვებითი პენსია, ეკონომიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია. გიორგი გახარიამ მხოლოდ დაადასტურა, რომ რეფორმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მოქალაქეები, ვისაც თავად მოუწევს საკუთარ პენსიაზე ზრუნვა, ასაკის მიხედვით განისაზღვრებიან.

სავარაუდოდ, სავალდებულო დაგროვებითი პენსია იმ პირებს მოუწევთ, რომელთა ასაკი ახლა 30-40 წელია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები