23 აპრილი 2024,   12:52
ვრცლად
ამ მთავრობის ხელში გლახად იცხოვრებ? შესანიშნავად ვცხოვრობ - ქუთაისელები პრობლემებზე იუმორით საუბრობენ

ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობა დასაქმებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაო ადგილები ქალაქში არ არსებობს და ამის ფონზე ხელისუფლება იღებს მაღალ ხელფასებსა და დანამატებს.

ქუთაისში ყვებიან, რომ ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომლითაც ხანდაზმულები ოჯახებს ინახავენ.

ამასთან, სამედიცინო მომსახურების მისაღებად პენსიის ხარჯზე კრედიტების აღება უწევთ.  

„შვილი მიკვდებოდა და სესხი გამოვიტანე, მომავალი წლის აპრილში ავიღებ პენსიას,“ -ამბობს ქუთაისში მცხოვრები მოქალაქე.

ქუთაისელები პრობლემებზე იუმორით საუბრობენ და ამბობენ, რომ შეუძლებელია, ამ მთავრობის ხელში ცუდად იცხოვრო.

„ამ მთავრობის ხელში გლახად იცხოვრებ? შესანიშნავად ვცხოვრობ,“ - ამბობს ქუთაისის ერთ-ერთი მკვიდრი.

ქუთაისში კიდევ ერთ პრობლემად სასმელ წყალს ასახელებენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები