18 თებერვალი 2020,   02:41
ვრცლად
საპატრიარქოში კომისია შეიქმნება, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმესა და მამა გიორგის საქმიანობას შეისწავლის

მეუფე პეტრე ცაავამ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქო დატოვა და მოკლე კომენტარი გააკეთა.

"დღეს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომა არის წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯი,"-აღნიშნა მეუფემ და განმარტა, რომ სხდომაზე მის შესახებაც იყო საუბარი. 

"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საპატრიარქოში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეს და მამა გიორგის საქმიანობას შეისწავლის. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღევანდელ სინოდის სხდომაზე განიხილეს. 

შეგახსენებთ, რომ სინოდის წევრები საპატრიარქოში დაახლოებით 2 საათის წინ შეიკრიბნენ. მოულოდნელად დანიშნული სხდომის განსახილველი საკითხები გასაიდუმლოებული იყო, თუმცა მეუფე პეტრემ საპატრიარქოს შენობაში შესვლამდე არ გამორიცხა, რომ სინოდის წევრებს მისთვის სასჯელის დადების საკითხი განეხილათ.

ე.წ. ციანიდის საქმის დასრულების შემდეგ, ეს სინოდის პირველი სხდომა იყო.

დღევანდელ სხდომაზე ასევე ისაუბრეს მეუფე სერაფიმეზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ მძიმე ბრალდებით ბორჯომის ეპარქია დაატოვებინეს და ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა. გადაწყდა, რომ მეუფე საქართველოში დაბრუნდება, თუმცა არა ბორჯომის ეპარქიაში, არამედ ერთ-ერთ მონასტერში.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები