16 აპრილი 2024,   19:57
ვრცლად
"იცოდე, რომ პრობლემები შეგექმნებაო" - ზეწოლა მშვიდობაურის სკოლის ოპოზიციონერ პედაგოგზე

ზეწოლა ოპოზიციონერ პედაგოგზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ლელა სიხარულიძე ყვება, რომ მასთან სოფელში გამგებლის წარმომადგენელი, გოჩა შარაშენიძე სკოლაში მივიდა და "ოცნების" კანდიდატის, ბეგლარ სიორიძის სახელით დაემუქრა.

ლელა სიხარულიძე ამბობს, რომ ზეწოლა სავარაუდოდ, გუშინდელ დღეს უკავშირდება, რადგან ის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შეხვედრას დაესწრო.

„მე პარტიის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ სიორიძეს არ ვაძლევ მეთქი ხმას. იცოდე, რომ პრობლემები შეგექმნებაო. მე და სიორიძე შეგიქმნით პრობლემებსო,“ - აღნიშნავს პედაგოგი.

მშვიდობაურის საჯარო სკოლაში მისვლას ადასტურებს თავად გოჩა შარაშენიძეც. თუმცა ამბობს, რომ სულ სხვა საქმესთან დაკავშირებით იყო სკოლაში მისული.

 

დღის ამბები