20 აპრილი 2024,   07:47
ვრცლად
მარიხუანას მოხმარება - მოქალაქე გივი შანიძის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს მოქალაქე გივი შანიძის სარჩელს. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმას, რომელიც მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

საქმეს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლის სამართლის პასუხისგება არ უნდა არსებობდეს და მომხმარებელი არ უნდა იყოს დევნის ობიექტი.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება, მარიხუანას მოხმარება, გავლენას არ ახდენს სხვა ადამიანებზე, გარდა იმისა, ვინც მოიხმარს, ამიტომ მომხმარებელი ამის გამო არ უნდა იყოს არანაირი დევნის ობიექტი და მითუმეტეს, არ უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი,“ - აცხადებს ადვოკატი იაგო ხვიჩია.

დღის ამბები