25 აპრილი 2024,   05:39
ვრცლად
პატრიარქისა და 40 ეპისკოპოსის თათბირი - „კურიერის“ ინფორმაციით, სინოდის დახურულ სხდომაზე ხმაური იყო

46 ეპისკოპოსი საპატრიარქოში მოულოდნელად დაიბარეს. პატრიარქთან შეხვედრაზე დღეს 40 მივიდა, დაუგეგმავ სხდომაზე თბილისში ჩამოსვლა 6-მა ვერ მოასწრო. პატრიარქი და 40 ეპისკოპოსი დახურულ კარს მიღმა ორ საათ ნახევრის განმავლობაში მსჯელობდა. "კურიერის" ინფორმაციით, სხდომაზე ხმაური იყო.

ეპისკოპოსები ერთმანეთს გამოსვლებს აწყვეტინებდნენ, განსაკუთრებით ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით. გადაწყდა, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმეს პროკურატურის შემდეგ, უკვე მღვდელმთავრები საეკლესიო კანონებით შეისწავლიან.

პრესაში დაიწერა, რომ სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრემ და ქორეპისკოპოსმა იაკობმა იჩხუბეს, რომელიც ჭყონდიდის მიტროპოლიტის დასჯას ითხოვდა. შეხვედრიდან გამოსულმა რუსთავისა და მარნეულის ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ჩხუბი არ იყო, თუმცა ორი მღვდელმთავრის განცხადებებში აზრთა სხვადასხვაობა ჩანდა. მეუფე პეტრემ სინოდის სხდომას წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები კი, სინოდის გადაწყვეტილებას დაგვიანებულს და არასანდოს უწოდებენ.  

სინოდის მკაცრად გასაიდუმლოებული სხდომიდან „კურიერმა“ ექსკლუზიურად გაარკვია, რომ მღვდელმთავრებმა მათი კოლეგის, ბორჯომის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე სერაფიმეს საკითხზეც ისაუბრეს.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები