19 ოქტომბერი 2017,   12:57
ვრცლად
მოსამართლემ სამართალდამცავებს ერთი კვირა მისცა, რათა დაკავებული „ნაციონალების“ ბრალეულობა დაამტკიცოს

საკრებულოს შენობის წინ გუშინ მიმდინარე აქციის დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. პოლიციელებს კი, მოსამართლემ მათი მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დამადასტურებელი მასალის წარდგენა მოსთხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ სამართალდამცავები მსგავსი კადრების წარდგენას ვერ შეძლებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ საკრებულოსთან სამართალდამცავები პოლიტიკურ დავალებას ასრულებდნენ და მათ არა ერთხელ დაარღვიეს კანონი. პარტიაში პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების პროცესს დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სასამართლო, რომელზეც პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს, 17 ოქტომბერს გაიმართება.

„ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი სამართალდამცავებმა გუშინ, საკრებულოს წინ გამართულ აქციაზე დააკავეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის ფართების გადაცემას აპროტესტებდნენ და არჩევნების დასრულებამდე, საკრებულოს სხდომის გადადებას ითხოვდნენ.

ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. მიუხედავად ოპოზიციის წინააღმდეგობისა, როგორც საკრებულოს გარეთ ასევე შიგნით, საკრებულოს უმრავლესობამ საკითხი კენჭისყრაზე გაიტანა და დაამტკიცა.  

 

დღის ამბები