19 აპრილი 2024,   11:13
ვრცლად
გულში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა - ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია 24 წლის ახალგაზრდა, რომელმაც სავარაუდოდ, ოზურგეთში მერაბ ხაჟომია საკუთარ ავტომობილში მოკლა. გულში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობით 45 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

მკვლელობა ოზურგეთში კოსტავას ქუჩაზე დღეს საღამოს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი მისივე ავტომობილში ცივი იარაღით მოკლეს. 

შემთხვევის ადგილზე, ამ დრომდე, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, გარდაცვლილთან ერთად ავტომობილში ქალბატონიც იმყოფებოდა, რომელიც თავდასხმის უშუალო თვითმხილველია. მომხდარიდან მალევე ის სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდასხმას წინ ჩხუბი უძღოდა, გარდაცვლილს მისსავე ავტომობილში კონფლიქტი, სავარაუდოდ, 24 წლის თავდამსხმელთან მოუვიდა, რის შემდეგაც მერაბ ღაჟონიას დანა გულის არეში ჩაარტყეს. ექიმების თქმით, კლინიკაში გადაყვანის დროს ის უკვე გარდაცვლილი იყო.

ოზურგეთის ცენტრში მომხდართან დაკავშირებით, ამ დროისთვის სისიხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ლადო მენაბდე 

დღის ამბები