20 აპრილი 2024,   12:24
ვრცლად
გულის სიღრმემდე შემძრა ქართული კინოს ვარსკვლავის გარდაცვალებამ - პრეზიდენტი ლიკა ქავჟარაძის ოჯახს უსამძიმრებს 

ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილმა  სამძიმრის წერილი „facebook” გვერდზე გაავრცელა:

"გულის სიღრმემდე შემძრა ქართული კინოს ბრწყინვალე ვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ. მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებ მის ხსოვნას და თანადგომას ვუცხადებ მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს," - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, ძალადობის კვალი არ აქვს და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. მიზეზს ექსპერტ-კრიმინალისტები დაადგენენ.

გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლიკა ქავჟარაძეს 26 ოქტომბერს 58 წელი შეუსრულდებოდა.

მან მაყურებელს თავი არა ერთი სახასიათო კინო როლით დაამახსოვრა, მათ შორის გამორჩეულია მარიტას როლი თენგიზ აბულაძის ფილმში "ნატვრის ხე". 

მსახიობს ერთი ვაჟი ჰყავს.

დღის ამბები