საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, აშშ-ში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელს, ჯონათან ნეშს შეხვდა.
მხარეებმა კორპორაციის საქართველოში მიმდინარე საქმიანობა განიხილეს, აქცენტი გაკეთდა განათლების რეფორმის მხარდაჭერაზე.
ამ მიმართულებით ორგანიზაციამ ქვეყანას 140 მლნ. ამერიკული დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ფინანსდება აღნიშნული კომპაქტიდან. ეს არის როგორც საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით დაფინანსება და უმაღლესი განათლების დაფინანსება,“-აცხადებს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.