25 აპრილი 2024,   13:39
ვრცლად
სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე - საგამოძიებო მოქმედებები განახლდა

წყნეთის გზატკეცილზე კვლავ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სპეცოპერაცია ადგილზე გვიან ღამემდე მიმდინარობდა, საგამოძიებო მოქმედებები კი დილიდან განახლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი იმ ბინაში იმყოფება, სადაც რამდენიმე საათის წინ 4 პირი დააკავეს.

მოხდა თუ არა ახალი ნივთმტკიცებულების ამოღება უცნობია, კომენტარი უწყების მხრიდან დღეს გაკეთდება. ინფორმაცია მომხდარის შესახებ არც მეზობლებს აქვთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები