23 ოქტომბერი 2017,   15:43
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსმა" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად მაია დათუნაშვილი წარადგინა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. მაია დათუნაშვილი გამარჯვების შემთხვევაში, საკრებულოში განათლებისა და კულტურის მიმართულებით იმუშავებს.

„ის არის ჩვენი გამორჩეული კანდიდატი, რომელიც დაამშვენებს თბილისის საკრებულოს. იმიტომ, რომ სწორედ ასეთი ადამიანები უნდა მონაწილეობდნენ განათლების და კულტურის განვითარების მიმართულებით თბილისის საკრებულოში და მეც დარწმუნებული ვარ, რომ მაია დათუნაშვილი გაიმარჯვებს,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატის პრიორიტეტი ახალგაზრდა თაობის დასაქმება და მათი განვითარებაა. 

დღის ამბები