19 ოქტომბერი 2017,   13:00
ვრცლად
წიგნის ბაზრობა ფრანკფურტში - საქართველო 2018 წელს ღონისძიების საპატიო სტუმარია

ფრანკფურტში ერთ-ერთი გამორჩეული და პრესტიჟული ღონისძიება ლიტერატურულ და კულტურულ სფეროში, წიგნის ბაზრობა მიმდინარეობს. საქართველო 2018 წელს ღონისძიების საპატიო სტუმარია. გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საერთაშორისო საზოგადოებას პროგრამა გააცნო.

დღესვე, საერთაშორისო პრესამ და სტუმრებმა პირველად იხილეს ანიმაციური ვიდეო რგოლი, "ანბანით მოთხრობილი საქართველო".

"ხალხმა ჯერ საკმარისად ბევრი არ იცის, ავტორების, კულტურის, ენისა და ქვეყნის შესახებ, ჩვენ ველით, რომ შემდეგ 12 თვეში ყველაფერს შევიტყობთ და კარგად გავიცნობთ საქართველოს,“ - განაცხადა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტმა იურგენ ბოსმა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მნიშვნელობაზე საუბრობს მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, არა მხოლოდ ლიტერატურული, ზოგადად კულტურით და გარკვეულწილად პოლიტიკური პლატფორმაც არის, სადაც ქვეყანას ეძლევა ბრწყინვალე საშუალება, რომ მთელ მსოფლიოს წარუდგინოს თავის თავი ლიტერატურის და კულტურის მეშვეობით,“ - ამბობს მიხეილ გიორგაძე.

გარდა ამისა, ქართველი გამომცემლების და ავტორების ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ სტენდთან მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი გაიმართება, რითაც ისინი რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ.

დღის ამბები