19 აპრილი 2024,   12:46
ვრცლად
მსახიობ ლიკა ქავჟარაძის დაკრძალვის გამო, "ენმ"-ის აქცია შაბათის ნაცვლად, კვირას გაიმართება

ქართული კინოს ვარსკვლავს, ლიკა ქავჟარაძეს თბილისში შაბათს დაკრძალავენ. მსახიობის დაკრძალვასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შაბათისთვის დაანონსებული საპროტესტო აქცია კვირას გაიმართება. ამის შესახებ დღეს პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა განაცხადა.

ზალიკო უდუმაშვილმა მისი თანაგუნდელების სახელით, გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს და მეგობრებს მიუსამძიმრა. საპროტესტო აქცია კი შაბათის ნაცვლად კვირას, 14 საათზე გაიმართება.

„აქცია გაიმართება კვირას 2 საათზე და ყველას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქის დღევანდელი დღე და მისი მომავალი, კვირას 2 საათზე შევიკრიბოთ მეტრო რუსთაველთან,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

დღის ამბები