15 დეკემბერი 2017,   23:53
ვრცლად
რუსეთი აშშ-ს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განადგურებაში ადანაშაულებს

რუსეთი შეერთებულ შტატებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განადგურებაში ადანაშაულებს. სერგეი ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი დღევანდელ ბრიფინგზე სან ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოსა და სავაჭრო მისიის შენობებიდან დროშების ჩამოსხნის ფაქტს გამოეხმაურა და მას მტრული ნაბიჯი უწოდა.

მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვი ამერიკელების ქმედებას რუსული სიმბოლიკის შეურაცხყოფად განიხილავს და საპასუხო ზომების პაკეტს ამზადებს.

ორივე ობიექტი შეერთებულმა შტატებმა რუსეთს დიპლომატების რიცხვის შემცირების საპასუხოდ ჩამოართვა.

დღის ამბები