24 აპრილი 2024,   10:38
ვრცლად
100-ზე მეტი ობიექტი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების ბალანსზე - მათი უმრავლესობა უფუნქციოა

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატს, სამკერვალო ფაბრიკა „ამირანის“ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს. ტერიტორია ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ზაალ უდუმაშვილი დაინტერესდა, რა ინვესტიცია ჩადო ყოფილმა პრემიერმა წლების წინ, თბილისის ცენტრში ნაყიდ ტერიტორიაზე.

სამკერვალო ფაბრიკა "ამირანი" ის ობიექტია, რომელიც ბანკმა "ქართუმ" ჯერ გააკოტრა, შემდეგ კი მისი მეპატრონე დაიჭირეს. ყოფილი მფლობელი ყვება, რომ 13 მილიონ ლარად შეფასებული ფაბრიკის სამი შენობა და ერთი ჰექტარი ტერიტორია, ბიძინა ივანიშვილმა ხელში 300 ათას ლარად ჩაიგდო. ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა წარმოება განზრახ გააჩერა, მოქმედი ფაბრიკა ნანგრევებად აქცია და ასობით ადამიანი უმუშევარი დატოვა.

ნანგრევებად არის ქცეული, ბიძინა ივანიშვილისთვის 2007 წელს გადაცემული "ლაგუნა ვერე". ეს ტერიტორია ყოფილი პრემიერის სახელზე 2007 წელს გადაფორმდა. თბილისის მერობის კანდიდატი ფიქრობს, რომ  დედაქალაქის მთავარ საცურაო აუზს და მის მიმდებარე ტერიტორიას დასასვენებელი და რეკრეაციული ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს.

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ თბილისს უნდა დაუბრუნდეს, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში მყოფი ყოფილი იპოდრომის ტერიტორია. მერად არჩევის შემდეგ აქ ზაალ უდუმაშვილი ცენტრალური პარკის მოწყობას გეგმავს.

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების ბალანსზე დედაქალაქში 100-ზე მეტი ობიექტია. მათი უმრავლესობა უფუნქციოა.

დღის ამბები