24 ნოემბერი 2017,   01:56
ვრცლად
მსჯავრდებული დეკანოზის ხმაურიანი ბრალდებები - მამა გიორგი მამალაძე სკანდალურ დეტალებს ყვება

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა პირველი ინტერვიუ „რუსთავი 2"-ს მისცა. მამა გიორგი მამალაძემ „ნანუკას შოუში“ ისაუბრა, როგორ ახდენდა მასზე ზეწოლას მთავარი პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე, რომელიც მას პატრიარქის მკვლელობის მცდელობის აღიარებას სთხოვდა.

მისივე თქმით, მთავარი საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, თანამზრახველებად ილია მეორის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი და პატრიარქის დაცვის უკვე ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი უნდა დაესახელებინა.

მატროსოვის ციხიდან სატელეფონო ინტერვიუს დროს დეკანოზმა მამალაძემ ის ორი ადამიანიც დაასახელა, რომლის მიმართაც პროკურატურას ინტერესი ჰქონდა, ერთერთი პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრია.

მამა გიორგი მამალაძე ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე გამოგონილია. მსჯავრდებული დარწმუნებულია, რომ ის საპატრიარქოში გარკვეული ჯგუფის ინტერესებს შეეწირა.

დეკანოზის ადვოკატების თქმით, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად თუ მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის ლიკვიდაციის ორგანიზებას აღიარებდა და თანამზრახველებად სოსო ოხანაშვილს და მეუფე დიმიტრის დაასახელებდა, პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლებდნენ.

იურისტების და დეკანოზის ბრალდებებს მთავარ პროკურატურაში არ უპასუხეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები