11 დეკემბერი 2017,   13:35
ვრცლად
მოტივირებულ შენიშვნებს პლენარულ სხდომაზე ანა დოლიძე და გიორგი აბაშიშვილი წარადგენენ

მოტივირებულ შენიშვნებს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი წარადგენენ და დეპუტატების კითხვებს უპასუხებენ.

2020-ში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და მთავარი კანონის კონსტიტუციონალიზმის პრინციპებთან შესაბამისობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვეტოს გაზიარების აუცილებლობაზე მიუთითებს.

"საქართველოს პარლამენტი არის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას, შესაბამისად, დიახაც, აქ უნდა ვისაუბროთ პოლიტიკაზე, აქ უნდა განვსაზღვროთ პოლიტიკა და მე დღეს დავინახე მცდელობა უფრო მეტი დაინტერესება ჩემი პიროვნებით, ჩემი პოლიტიკური მომავლით, ვიდრე იმ შინაარსით, რომელიც არის ვეტოში," - განაცხადა ანა დოლიძემ. 

საკონსტიტუციო რეფორმის ბოლო ეტაპი 11 საათეზე უნდა დაიწყოს. უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილის პოზიციის გაზიარებას არ გეგმავს და ვეტოს დასაძლევად ემზადება, რისთვისაც 113 ხმის მობილიზება სჭირდება. 

დღის ამბები