19 ოქტომბერი 2017,   13:03
ვრცლად
ნატოს 2018 წლის სამიტისთვის საქართველომ პოლიტიკური მზადება დაიწყო

ნატოს 2018 წლის სამიტისთვის საქართველომ პოლიტიკური მზადება უკვე დაიწყო. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, მუშაობა ნატოს წევრ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატში მიმდინარეობს.

ვიქტორ დოლიძემ „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებას ბრიუსელისგან ალიანსის წევრობისკენ გზაზე დამატებითი მექანიზმის მიღების იმედი აქვს.

მინისტრის განმარტებით, ქვეყანა ცდილობს სრულად შეასრულოს ნატოსთან აღებული ყველა ვალდებულება.

"ალბათ დამეთანხმებით, რომ აუცილებელია მენეჯმენტი ერთგვარი მოლოდინების, რათა ჩვენ არ გავაჩინოთ ახლა საზოგადოებაში რაღაც გადაჭარბებული მოლოდინები და მერე რაღაც ვერ გაკეთდეს. ამიტომ, ჩვენ რეალურად, თანმიმდევრულად და საქმიანად ვუყურებთ ამ პროცესს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავლი სამიტი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება წინ,’ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. 

დღის ამბები