შეტაკებებით დასრულდა ერთიანობის მარში ბარსელონაში. ესპანეთის ეროვნულ დღესასწაულზე გამართულ მსვლელობაში მონაწილეებს კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეტაკებაში ფეხბურთის ქომაგები და ასევე ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების წევრები მონაწილეობდნენ.
ვითარება პოლიციელების ჩარევის შემდეგ განიმუხტა, მათ რამდენიმე მომიტინგე შემთხვევის ადგილიდან მანქანებით გაიყვანეს. დაშავდა სულ მცირე 1 სამართალდამცველი. პოლიციამ შეტაკებაში მონაწილე 20-მდე პირი დააკავა.