16 აპრილი 2024,   23:48
ვრცლად
სროლა შვედეთში - დაშავებულია 4 ადამიანი

4 ადამიანი დაშავდა სროლის შედეგად შვედეთში. უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი ადამიანებს ქალაქ ტრელე-ბორგის ცენტრალურ ბაზრთან გაუხსნა. ადგილზე პოლიციის ქვედანაყოფები იყო მობილიზებული.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებისთვის ამ დრომდე უცნობია თავდამსხმელის ვინაობა.

წინასწარი ინფორმაციით, სროლა კრომინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. გამოძიება ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს.

დღის ამბები