20 აპრილი 2024,   03:09
ვრცლად
ისრაელი იუნესკოს ტოვებს

შეერთებული შტატების შემდეგ იუნესკოს ისრაელიც ტოვებს. განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა. გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის დატოვების მიზეზად, ისრაელის მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა სახელდება.

რამდენიმე საათით ადრე განცხადება იუნესკოს დატოვების შესახებ შეერთებულმა შტატებმაც გაავრცელა. ოფიციალურ ვაშინგტონში განმარტავენ, რომ ორგანიზაცია რეფორმირებას საჭიროებს და მისი დატოვების გადაწყვეტილება ისრაელის საწინააღმდეგო ქმდებების გამო მიიღეს.

დღის ამბები