25 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
პაკისტანი მზადაა რეგიონის უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს - დონალდ ტრამპი

პაკისტანი მზადაა რეგიონის უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს - განცხადება ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ისლამისტური დაჯგუფება თალიბანის მიერ მძევლად აყვანილი ოჯახი, სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს.

მძევლების დახსნის ოპერაცია პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა, შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განახორციელეს.

კანადელი და ამერიკელი ცოლ-ქმარი ისლამისტებმა 5 წლის წინ გაიტაცეს. მათ ტყვეობაში 3 შვილი გაუჩნდათ. ოჯახი უახლოეს დღეებში შეერთებულ შატატებში გაემგზავრება. 

დღის ამბები