25 აპრილი 2024,   14:39
ვრცლად
8 გრამამდე ჰეროინი - დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა მარნეულში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მისი ზურგჩანთიდან, 20 შეკვრად დაფასოებული, 12 გრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 8 გრამამდე ჰეროინს შეიცავს.

უწყების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს 

დღის ამბები