25 აპრილი 2024,   21:44
ვრცლად
დავით ნარმანია გერმანიაში ელჩის თანამდებობაზე მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ჭორს უწოდებს

თბილისის მერი დავით ნარმანია, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ ის, გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება არ ადასტურებს. თბილისის მერი ამბობს, რომ საკითხზე კონსულტაციები არ შემდგარა.

„არ ვადასტურებ, ეს არის ნამდვილად ჭორი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანია არც სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

„დამთავრდება არჩევნები და აუცილებლად შეიტყობთ ამის შესახებ,“ - აცხადებს დედაქალაქის მერი.

დღის ამბები