19 ოქტომბერი 2017,   13:07
ვრცლად
"დუმილის უფლება არ ნიშნავს, რომ რაიმეს მალავს" - ბაგების სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა ადვოკატი

ბაგების სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ. დღესვე სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ. 

”როდესაც პირს აკავებენ და დუმილის უფლებას იყენებს, ეს ყველა მოქალაქის ლოგიკური შეფასებაა იმისი, რომ თუ მართალია, რატომ ირჩევს დუმილის უფლებას. დუმილის უფლება ეს არის ის მეთოდი, რომ ჩვენ გავიგოთ, ძალიან რეზონანსული საქმეა, ძალიან მძიმე საქმეა და ამასთან დაკავშირებით ახლა თუ რას ედავებიან, არიან კი ის პირები, რომლებმაც მართლაც განიზრახეს რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, დუმილის უფლება არ ნიშნავს იმას, რომ რაიმეს მალავს,“ - განაცხადა ადვოკატმა თამარ აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მფლობელის გატაცებისა და გამოძალვის მომზადებას ედავებიან. ისინი ბიზნებსმენის საცხოვრებელ კორპუსში ნაქირავები ბინიდან აიყვანეს. 

დღის ამბები