16 დეკემბერი 2017,   22:52
ვრცლად
ვეტო დაიძლევა - არჩილ თალაკვაძე

ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები გაზიარებული არ იქნება. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა არ შეუწყო ხელი ცვლილებების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას.

„იყო საუბარი იმაზე, რომ ორი საკითხი ყოფილიყო მოტივირებულ შენიშვნებში. ეს არის ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული, თუმცა პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ორი საკითხისთვის დაემატებინა კიდევ სხვა პრინციპული საკითხები, რომლებიც უკვე ჩვენთვის არ არის მისაღები. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას,” - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ პოზიტიური როლი შეეტანა საკონსტიტუციო რეფორმაში.

„ჩვენ უკვე გუნდში გვქონდა განხილვა და ჩვენ მზად გვაქვს დღევანდელი სხდომისთვის გადაწყვეტილება. ვეტო დაიძლევა როგორც გითხარით, საქართველოს უკვე ექნება ახალი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები