24 აპრილი 2024,   20:30
ვრცლად
დონალდ ტრამპი დღეს ოფიციალურად განაცხადებს, რომ ირანი შეთანხმებას არ ასრულებს

საერთაშორისო და შიდა ზეწოლის მიუხედავად, დონალდ ტრამპი დღეს ოფიციალურად განაცხადებს, რომ ირანი შეთანხმებას არ ასრულებს. ეს ნაბიჯი შეერთებული შტატების გარიგებიდან გასვლას არ ნიშნავს, რადგან ეს კონგრესმა უნდა გადაწყვიტოს, რომელსაც საამისოდ ორთვიანი ვადა აქვს.

იმ შემთხვევაში თუ საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს პრეზიდენტის პოზიციას, ირანს სანქციებს ხელახლა დაუწესებენ.

ევროკავშირმა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა ირანთან შეთანხმება 2015 წელს გააფორმეს. ამ გარიგების თანახმად, ირანს სანქციები დროებით მოუხსნეს, სანაცვლოდ კი, მან ბირთვული პროგრამა გაყინა.

დღის ამბები