23 აპრილი 2024,   14:46
ვრცლად
ჰარვი ვეინშტეინის წინააღმდეგ გამოთქმულ სექსუალური ძალადობის ბრალდებებზე ორი გამოძიება დაიწყო

ჰარვი ვეინშტეინის წინააღმდეგ გამოთქმულ სექსუალური ძალადობის ბრალდებებზე ერთდროულად ორი გამოძიება დაიწყო. კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერის ქმედებებს შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში იძიებენ. ნიუ იორკის პოლიციამ 2004 წლის საჩივარზე განაახლა გამოძიება, ლონდონის პოლიცია კი, 1980 წლით დათარიღებული საქმის განხილვას შეუდგა.

ჰარვი ვენშტეინის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ განცხადებები ჰოლივუდის და შოუ ბიზნესის არა ერთმა ვარსკვლავმა გააკეთა.

ვარსკვლავების ნაწილი გაუპატიურებაზე საუბრობს, ზოგიერთი კი, მხოლოდ მცდელობაზე. მათ შორის არიან ანჯელინა ჯოლი, გვინეტ პელტროუ და კარა დელავინი. ბრალდებები ჯეინ ფონდამაც დაადასტურა.

მსახიობი ამბობს, რომ ვეინშტეინის მსგავსი საქციელის შესახებ ბევრი სმენია და რცხვენია, რომ არაფერი მოიმოქმედა.

დღის ამბები