16 დეკემბერი 2017,   22:51
ვრცლად
"მერამდენედ ხდება პარტიის წარმომადგენელის მიერ დაწერილი სცენარებით სიუჟეტების მომზადება" - თამარ ჟვანია

"კურიერში" გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თამარ ჟვანია ამბობს, რომ ეს არის კონკრეტული პარტიის მიერ დაწერილი სცენარი, რომ შეილახოს ცეესკოს იმიჯი, თუმცა ჟვანია არ აკონკრეტებს, რომელ პარტიას გულისხმობს. საუბარია საოლქო საარჩევნო კომისიებში ნეპოტიზმის ფაქტებზე. 

“ამ სიუჟეტში გაჟღერებული ყველა ფაქტი აბსოლუტურად კანონ შესაბამისი იყო და არ არსებობს კანონ დარღვევა იქ არსებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით და მინდა ავღნიშნო, თვითონ ეს ადამიანები, მათ აქვთ კანონიერი პედაგოგიური საქმიანობის უფლება, როგორც ოლქის თავმჯდომარეს, ისე იურისტს და ისინი ამას უკვე წლებია აკეთებენ. ის რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის და კანდიდატის მიერ დაწერილი სცენარების მიხედვით უკვე მერამდენედ ხდება ასეთი სიუჟეტების მომზადება. ვთვლი, რომ ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით სპეციალურად დაწერილი სცენარები. ეს არის მინიმუმ ჟურნალისტური და პროფესიული ეთიკის პრობლემა,“ - განაცხადა ჟვანიამ.

თამარ ჟვანიამ დღესვე მედიის, სადამკვირვებლო მისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში, რომელშიც აღწერილი იყო 27 სექტემბრამდე გაწეული სამუშაოები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან.

ჟვანიას ინფორმაციით, არჩევნებისთვის დარეგისტრირებულია 28 სუბიექტი, მათ შორის, 22 პარტია, 5 ბლოკი და ერთი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ.

დღის ამბები