25 აპრილი 2024,   13:25
ვრცლად
6 წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ოჯახი ხელისუფლებისგან მისი ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვს

6 წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები, ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აბულაძის მშობლები ხელისუფლებისგან მათი შვილის ადგილსამყოფელის დადგენას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკვე წლებია ხელისუფლებისგან კითხვებზე პასუხს ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

მათივე თქმით, გოგიტა აბულაძე 6 წლის წინ კონტრდაზვერვის თანამშრომელმა მალხაზ პაჭკორიამ აფხაზეთში, დავალების შესასრულებლად გაგზავნა, რის შემდეგაც ის სახლში აღარ დაბრუნებულა. ოჯახს ფაქტის დასტურად აბულაძის წასვლამდე დაწერილი წერილი მოჰყავს, სადაც გოგიტა აბულაძე მიცემულ დავალებაზე საუბრობს.

რამდენიმე კვირის წინ გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრებმა, ზუგდიდში მყოფ პრემიერმინისტრთან შეხვედრა სცადეს, თუმცა როგორც თავად ამბობენ, მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

დღის ამბები