20 ოქტომბერი 2017,   20:20
ვრცლად
გურიაში დაკარგული მოხუცი გარდაცვლილი იპოვეს

გურიაში დაკარგული მოხუცი გარდაცვლილი იპოვეს. ანასეულში, მეცნიერების ქუჩაზე მცხოვრებ ხანდაზმულს ოჯახი ორი დღე ეძებდა. ის დღეს მეცნიერების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე არხში ჩავარდნილი იპოვეს.

გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარზე ძალადობის კვალი არ არის. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

დღის ამბები