20 ოქტომბერი 2017,   20:20
ვრცლად
სამტრედიის მოსახლეობა მავნებლის მიერ მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნას ითხოვს

სამტრედიის მოსახლეობა მავნებლის მიერ მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნას და შესაბამისი კომპენსაციის მიღებას ითხოვს. "ევროპული საქართველოს" სამტრედიის მერობის კანდიდატმა ავთანდილ სტურუამ მთავრობის ადმინისტრაციაში აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული მოსახლეობის ხელმოწერები შეიტანა.

ზარალის დათვლის და ანაზღაურების მოთხოვნით 3050 ხელმოწერა შეგროვდა. 

“ზარალს სჭირდება რეაგირება, სჭირდება კომისიის გამოყოფა სამთავრობო და შემდგომ უნდა მოხდეს ზარალის დათვლა და უნდა მოხდეს ანაზღაურება. მინდა ვუთხრა სამტრედიელებს, თუ კი ცენტრალური მთავრობა არ იქნება მობილიზებული, ჩვენ 21 ოქტომბრის შემდგომ, როდესაც მივიღებთ ხალხის მხარდაჭერას, მოვალთ ხელისუფლებაში და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე შევქმნით კომისიას,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს" სამტრედიის მერობის კანდიდატმა ავთანდილ სტურუამ.

დღის ამბები