24 აპრილი 2024,   01:54
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ჩვენება არც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს

საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების დაკითხვა დასრულდა. მათ ჩვენება არც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. უფლებადამცველებმა გამოიყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლი, რომლის მიხედვით, მოწმეს აქვს უფლება, არ მისცეს ჩვენება, თუ ის შეიძლება, მისი ან მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.  

დეკანოზის სამი ადვოკატი მოსამართლის თანდასწრებით დასაკითხად დაიბარეს. საქმე ეხება მოწმეთა ჩვენებების მედიასაშუალებებში გასაჯაროების ფაქტს.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემ საწინააღმდეგოდ არანაირი ჩვენება არ მიმეცა. მე ერთადერთ კითხვაზე გავეცი პასუხი, ზოგადად დიახ, ადვოკატი ვარ ამ საქმეში და ვიქნები ბოლომდე, აქედან გამომდინარე, მე ვალდებული ვარ, რომ არანაირი ჩვენება არ მივცე,“ - განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატ სულხან კობაიძის თქმით, მან იგივე უფლება გამოიყენა, რაც გამოძიების სხვა ეტაპზე და სასამართლოში ჩვენება არ მისცა.

„სახელმწიფო ბრალდებას ეს რესურსები, რასაც ახლა ხარჯავს, გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეს როცა იძიებდა, მაშინ რომ გამოეყენებინა, გიორგი მამალაძე დღეს უკანონოდ მსჯავრდებული არ იქნებოდა,“ - განაცხადა დეკანოზის უფლებადამცველმა, სულხან კობაიძემ.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ყველა პირი დაიკითხება, ვისაც ე.წ. ციანიდის საქმის დახურულ სხდომებთან შემხებლობა ჰქონდა, მათ შორის, პროკურორები.  

ამავე თემაზე
დღის ამბები