20 ოქტომბერი 2017,   20:19
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს

შალვა ნათელაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის თქმით, ცესკოს ხელმძღვანელს, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დიდი ოდენობით თანხას, ოფშორში ურიცხავს იმისთვის, რომ თამარ ჟვანიამ არჩევნებზე ყოფილი პრემიერისთვის სასურველი შედეგები გამოაქვეყნოს.

„საქართველო ევროსაბჭოს სივრცეში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წარმოადგენს ჩამოყალიბებულ ბოროტმოქმედს და რომელმაც არ იკმარა წინა არჩევნების ურცხვად გაყალბება, დღეს უკვე ემზადება ადგილობრივი არჩევნების მასობრივი ფალსიფიცირებისთვის, რაშიც ბიძინა ივანიშვილმა მას უკვე გადაურიცხა 10 მილიონი დოლარი,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები