20 აპრილი 2024,   09:28
ვრცლად
არ ვაპირებ იმ პროკურატურასთან თანამშრომლობას, რომელსაც მართავს ბოტასების ქურდი ფარცხალაძე, კეზერაშვილის „პადპარუჩიკი“ შოთაძე - კოტე იოსელიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი პროკურატურაში დაკითხვაზე არ შევიდა. კოტე იოსელიანი საკრებულოსთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენების მიცემას მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.

მაჟორიტარობის კანდიდატი სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის დროს დააკავეს.

„არ ვაპირებ იმ პროკურატურასთან თანამშრომლობას, რომელსაც მართავს ბოტასების ქურდი ფარცხალაძე, რომელსაც მართავს კეზერაშვილის „პადპარუჩიკი“ შოთაძე. ეს არის პროკურატურა, რომელმაც 6 წელი ვერ გამოიძია პოლიტიკური მკვლელობები. მოვითხოვე, რომ ჩემი გამოკითხვა შედგეს ჟურნალისტების და მოსამართლის წინაშე, რისი კანონიერი უფლებაც გამაჩნია. იმედი მაქვს, რომ პროკურატურა მოახდენს პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებას და პოლიციელებს და მათზე ბრძანების გამცემ პირების დასჯის,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

თბილისის საკრებულოსთან რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქციას მართავდა, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატები შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რის უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციაზე დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის კოტე იოსელიანი. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისის ცენტრში მიწების ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებდა. 

 

დღის ამბები