25 აპრილი 2024,   19:08
ვრცლად
„თავისუფლება, ზვიად გამსახურდიას გზა" არჩევნებისთვის ემზადება

„თავისუფლება, ზვიად გამსახურდიას გზა" თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. პარტიის წევრებმა დედაქალაქის საკრებულოს სიის პრეზენტაცია ზვიად გამსახურდიას საფლავზე გამართეს.

პარტიული სიები უკვე შეტანილი აქვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც."ზვიად გამსახურდიას გზა" არჩევნებში 31 ნომრად მონაწილეობს.

პარტიის წევრებს იმედი აქვთ, რომ მცირე ფინანსური რესურსის მიუხედავად, ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებენ და სხვადასხვა რეგიონის საკრებულოებში წარმომადგენლობა ეყოლებათ.

დღის ამბები