20 ოქტომბერი 2017,   20:20
ვრცლად
„ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია“ – „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში ბანერი გამოფინა

„ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია“ – ამ წარწერით „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში ბანერი გამოფინა. ოპოზიციის წევრებმა პლაკატი საკანონმდებლო ორგანოში ელენე ხოშტარიას გამოსვლის შემდეგ გაშალეს.

პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნებს განიხილავდნენ, რასაც მწვავე დებატები და ურთიერთბრალდებები მოჰყვა. მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს, რასაც საპარლამენტო ოპოზიცია არ იზიარებს.

ოპოზიციის შეფასებით, კონსტიტუციის არსებული რედაქციით მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ერთპარტიული მთავარი კანონი ექნება.

დღის ამბები