19 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
საქალაქო სასამართლო ბაგების სპეცოპერაციის დროს დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლო ბაგების სპეცოპერაციის დროს დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებას არ აქვს მყარი მტკიცებულება. ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობას ითხოვს.

„არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იქნას გამოყენებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებზე. ვინაიდან, საქმეზე შეკრებილი არის მასალა, რა თქმა უნდა, მაგრამ ის პირდაპირ კავშირში და უტყუარი მტკიცებულება არ არის, რომ იყო შეფარდებული პატიმრობა,“ - განაცხადა ადვოკატმა თამარ აბესაძემ. 

დაკავებულებს ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მფლობელის გატაცებისა და გამოძალვის მომზადებას ედავებიან. ისინი ბიზნესმენის საცხოვრებელ კორპუსში ნაქირავები ბინიდან აიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები