25 აპრილი 2024,   05:32
ვრცლად
ახალი კონსტიტუცია - საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის პირველი შეფასებები

პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისა და ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ პოლიტიკოსებმა პირველი შეფასებები გააკეთეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დახვეწილი დოკუმენტი მიიღეს. 

„ძალიან დაუხვეწავი დოკუმენტი ძალიან დახვეწილი კონსტიტუციით შევცვალეთ,“- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კომენტარზე, რომ რაც წინა ხელისუფლებამ მიიღო, იგივეს მიიღებს ახლანდელიც, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ეს არის არამარტო ოპოზიციონერის განცხადება, არამედ რადიკალი ოპოზიციონერის განცხადება.“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ქვეყანას აქვს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია.

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა კონსტიტუცია პოლიტიკური კონსესუსის გარეშე მიიღო. ოთარ კახიძის შეფასებით, ქვეყნის მთავარი კანონი საზოგადოების განწყობებს არ ასახავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აზრით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კონსტიტუცია ანტისახალხო დოკუმენტია, რომელიც ქვეყანაში ავტორიტარიზმს ამკვიდრებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები