16 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
ირაკლი ხახუბია მისი შვილის გარდაცვალების მიზეზებსა და განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

ირაკლი ხახუბია მისი შვილის გარდაცვალების მიზეზებსა და განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი წერს, რომ 17 მაისს, გორის გვირაბთან განვითარებული ფატალური მოვლენების შედეგად მისი შვილი უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედების გამო გარდაიცვალა.

“ნაცვლად იმისა, რომ ყოფილი პოლიციელები და ახლა უკვე ბრალდებულები დალოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ საჯაროდ, ჩვენი ოჯახის ღირსების და ბექას სახელის შემბღალავი განცხადებები გააკეთეს, ცდილობენ ყველაფერი ჩემს გარდაცვლილ შვილს დააბრალონ. მათ უკანონო გადაწყვეტილებით და ქმედებებით, ახალგაზრდა ბიჭი გაწირეს სასიკვდილოდ და ახლა იმის ვაჟკაცობაც არ ყოფნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში მიღებულ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა აიღონ,“- წერს ირაკლი ხახუბია. 

ამ თემაზე განმარტებები პარლამენტში გაკეთდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძის თქმით, პოლიცია ასეთი შემთხვევებისთვის უფრო მეტად უნდა იყოს მომზადებული.

“მგონია, რომ ასეთი ფორმით რაღაცა საფრთხის თავიდან აცილება არ არის სწორი და ცივილური ფორმა, როდესაც გვირაბიდან გამომავალ მანქანას ახვედრებ სხვა მანქანას. ალბათ პოლიციას უნდა ჰქონდეს უფრო მეტი ტექნიკური საშუალებები იმისათვის, რომ ფაქტობრივად სასიკვდილოდ არ გაწიროს ასეთ შემთხვევაში ადამიანი. მესმის, რომ შეიძლება პოლიციას მიზანშეწონილად მიაჩნდა იმ მანქანის გაჩერება, მაგრამ ამისთვის სხვა ტექნიკური საშუალებები უნდა ჰქონდეს“ - განაცხადა ფოფხაძემ.

დღის ამბები