16 აპრილი 2024,   22:39
ვრცლად
"ერთპარტიული კონსტიტუცია" - პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი შეფასება ვეტოს დაძლევის შემდეგ

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, ქვეყანას ერთპარტიული კონსტიტუცია აქვს.

„პრეზიდენტის მცდელობა, კონსტიტუცია მიღებულიყო კონსენსუსით, ჩავარდა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ერთპარტიული კონსტიტუცია,“- განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა.

ვეტოს დაძლევის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმაც გააკეთა პირველი შეფასება. ანა დოლიძის აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, თავისი კონსტიტუცია მიეღო.

„სამწუხაროდ, „ოცნებამ“ გაუშვა შესაძლებლობა, რომ შექმნა საერთო სახელმწიფოებრივი კონსტიტუცია და დოკუმენტი, გადაწყვიტა, რომ მიეღო კონსტიტუცია, რომელიც იქნებოდა ერთპარტიული, თავისი და არ იქნებოდა მხარდაჭერილი მთელი პოლიტიკური სპექტრის მიერ. ერთპარტიულობის ხასიათი, რომელიც ამ კონსტიტუციას აქვს, მას დარჩება. ეს ჩვენთვის არ არის სახარბიელო,“- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები