20 აპრილი 2024,   14:58
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატებს "ქართული ოცნების" კანდიდატის პლაკატები გადააკრეს

"ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის წინასაარჩევნოდ გაკრულ პლაკატებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები გადააკრეს. შემთხვევა ფალიაშვილი ქუჩაზე მოხდა, კოტე იოსელიანი შესაბამის უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

“ჩემს საარჩევნო პლაკატებზე განხორციელდა ჩემი კონკურენტის ქართული ოცნებიდან, მის პლაკატების გადაკვრა, რაც არის ჩვეულებრივი დარღვევა და მე ვთხოვ ცესკოს და შესაბამის უწყებებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იქონიონ შესაბამისი რეაგირება. ეს არის ძალიან იაფფასიანი საქციელი. "ქართული ოცნებიდან" ამას ყველა ველოდებით და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ჩემ კონკურენტს გქონია, რომ რატომღაც პლაკატების გადაკვრით შეძლებს არჩევნების მოგებას,“ - განაცხადა იოსელიანმა.

დღის ამბები