22 იანვარი 2019,   03:07
ვრცლად
ლიკა ქავჟარაძე უკანასკნელ გზაზე „ნატვრის ხის“ მთავარმა პერსონაჟებმა გააცილეს

ვაკის სამების ტაძრიდან ლიკა ქავჟარაძე მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა ტაშით გააცილეს. ოჯახის წევრებთან ერთად, "მარიტას" გვერდით, ბოლო წუთამდე „ნატვრის ხის“ მთავარი პერსონაჟები, „გედია“ და „შეთე“, იყვნენ.

ქართველი მსახიობი მისი ოჯახის წევრების სურვილით, დედის გვერდით ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. განსაკუთრებით მძიმე იყო ეს წუთები მისი ერთადერთი შვილისთვის.

მსახიობთან გამომშვიდობება დღეს დილიდან ყველას შეეძლო. ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამების ტაძარში გაიმართა.

ქართველი ხელოვანის სამსახიობო ცხოვრება ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. ის არაერთი დასამახსოვრებელი როლის შემსრულებელია, თუმცა, მათ შორის გამორჩეულია „მარიტა“.

ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ახლობლები ამბობენ, რომ მას ჯამრთელობის პრობლემები ჰქონდა.

მსახიობი წლების განმავლობაში ხატვით იყო გატაცებული და სიცოცხლის ბოლო დღეებში პერსონალური გამოფენისთვისაც ემზადებოდა.

მისი უკანასკნელი ნამუშევრების ექსპოზიცია, როგორც სიცოცხლეშივე ჰქონდა დაგეგმილი, 19 ოქტომბერს არტ გალერეა ვაკეში გაიმართება და სიმბოლურად მის დაბადების დღეზე, 26 ოქტომბერს, დაიხურება.

ამავე თემაზე
დღის ამბები